თბილისის მერიში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 25 მარტი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალება.
მისი თქმით, ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანა იყო ერთიანი, ძლიერი, მტკიცე, ხოლო ხალხმა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა გამოიჩინა პატრიარქის მიმართ.
„მინდა, გამოვეხმაურო განვლილ მძიმე დღეებს, რომელიც საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებასთანაა დაკავშირებული და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. სულიერი მამის გარდაცვალების დღიდან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, მიუხედავად რელიგიური თუ ეთნიკური შეხედულებებისა, გამოიჩინა უდიდესი ერთსულოვნება, თანადგომა და პატივისცემა პატრიარქის მიმართ. ხუთი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძრისკენ არ წყდებოდა მოქალაქეების რიგი, რომლებიც უკანასკნელ გზაზე პატივს მიაგებდნენ პატრიარქს. ხალხის ნაკადის გამო, მოგვიწია ტაძრის მიმდებარე არაერთი ქუჩის ჩაკეტვა და აიკრძალა ავტომანქანების გადაადგილება. მიუხედავად დიდი დისკომფორტისა, ჩვენ არ მიგვიღია არცერთი შეტყობინება, რომელიც მოქალაქეთა უკმაყოფილებას გამოხატავდა. ქვეყანა იყო ერთიანი, მტკიცე და ძლიერი. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო მოსახლეობას გამოჩენილი მოთმინებისთვის, სოლიდარობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელით, მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პატრიარქის პანაშვიდებისა და დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებში.
„მადლობა ასევე ეკუთვნით სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ ამ მძიმე წუთებში, გაიზიარეს ჩვენი საერთო ტკივილი და საზეიმო ღონისძიებებიც კი გააუქმეს. მჯერა, ჩვენი მოსახლეობა, შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით, აუღელვებლად; ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იქნება ადამიანი, მისი ღირსების პატივისცემა და თანადგომა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.
„აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას მოგილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, რომელიც არა მხოლოდ რელიგიური, ეროვნული მნიშვნელობის დღესასწაულია. ძლიერი, დამოუკიდებელი ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის გარანტია. გილოცავთ, ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმდინარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, აპრილიდან, მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს.
მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამის პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს, რათა ვინმე არ დაგვრჩეს მხარდაჭერის გარეშე. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები აპრილიდან 2 700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 000 000 ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, რომ არ დარჩეს არცერთი ბავშვი თუ მოზარდი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი, დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენდა.
„მას შემდეგ პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდებოდა და მეტი ბავშვის დაფინანსება ხდებოდა შესაძლებელი. ასევე მოიმატა ერთი ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობამ. გარდა ამისა, მერიის პროგრამის ფარგლებში, თერაპიული სეანსები თავიდან მხოლოდ 2-დან 14 წლის ასაკის ბავშვებს უფინანსდებოდათ, დარგის სპეციალისტებთან და შესაბამისი ასოციაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ 2018 წლიდან პროგრამაში ჩართული მოზარდების ასაკი 18 წლამდე გაზარდა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელიც მუშაობს. ჩვენი მიზანია, რომ მშობლებს მაქსიმალურად შეგისუბუქოთ მდგომარეობა, დაგეხმაროთ, გვერდით დაგიდგეთ და ჩვენი მხრიდან გქონდეთ ყველანაირი მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ეს პროგრამა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.
გარდა ამისა, თბილისის მერმა განაცხადა, რომ კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა პროექტში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მშენებლობა ალტერნატიულ ლოკაციაზე - სპირიდონ ვირსალაძის ქუჩის N12-ში განხორციელდება.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება თბილისის მერიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. 2017 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, დავპირდით დაზარალებულ ოჯახებს, რომ დავეხმარებოდით, არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავ ოჯახებს დავეხმარეთ და მათ მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ საკუთარი ფართები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იყო აღიარებული.
მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულ კომპანია „ჯაოკენ ბილდინგს“ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი კორპუსი ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ უნდა აეშენებინა, თუმცა გამოიკვეთა პრობლემები, რამაც არ მოგვცა იქ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, განისაზღვრა კონკრეტული ალტერნატიული ადგილი - სპირიდონ ვირსალაძის ქუჩა N12-ში, სადაც უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მშენებლობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მასშტაბურია, რადგან საცხოვრებელი ფართებით 158 დაზარალებული ოჯახი დაკმაყოფილდება.
„ეს ის ოჯახებია, რომლებმაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შეიძინეს ბინები, თუმცა დაწყებული მშენებლობების შეჩერების გამო მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა და ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ კუთვნილ საცხოვრებელს. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით სრულად არის დაცული თითოეული დაზარალებული მოქალაქის ინტერესი. ამასთანავე, დაცულია მუნიციპალიტეტის ინტერესებიც - მუნიციპალიტეტი დამატებით მიიღებს საცხოვრებელ ფართებს, რომლებიც გამოყენებული იქნება მსგავსი სოციალური პროექტების განსახორციელებლად“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პროექტი განხორციელდება მკაცრად განსაზღვრული ვადების შესაბამისად და თითოეული დაზარალებული მოქალაქე ეტაპობრივად მიიღებს კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
„გვინდა, აღნიშნული პრობლემა სრულად მოვაგვაროთ, დავასრულოთ. ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომლებიც საჭიროებენ ფართებით დაკმაყოფილებას. ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვართ და ყველას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. ყველა ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება.
მერის განცხადებით, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
„არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს და, დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე მოქალაქეებს წინასწარ მოუბოდიშა სამუშაოების დროს შექმნილი დისკომფორტის გამო.
„სამუშაოების წარმოების პროცესში, ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივია იქნება დისკომფორტი. მინდა, მოქალაქეებს მოთმინებისთვის წინასწარ მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გააცნო. კერძოდ, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობას ლევან მესხია დაიკავებს.
მანვე აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურებში ლევან მესხიას მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქს სასიკეთოდ წაადგება.
„ლევან მესხია სპეციალობით სამართლმცოდნეა. იგი დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაა, კვალიფიციური კადრის არსებობა სამსახურის ეფექტიანად მუშაობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ხვედელიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, წარმატებები ვუსურვო ლევან მესხიას მომავალ საქმიანობაში, აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ხვედელიძეს კი მადლობა გადავუხადო პროფესიონალიზმისთვის და ჩვენს უწყებაში გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new