გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

დაიწყო განაცხადების მიღება „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის

თბილისის მერია · 13 მაისი 2026, 00:00
დაიწყო განაცხადების მიღება „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის
დაიწყო განაცხადების მიღება „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობისთვის — საბუთები მიიღება 1 ივნისის ჩათვლით.

მონაწილეობა შეუძლიათ თბილისში მოქმედ მიკრო და მცირე მეწარმეებს, რომლებიც ბაზარზე მინიმუმ 2 წელი ოპერირებენ.

თბილისის მერიის მხრიდან თანადაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა:

 5 000 ლარის ჩათვლით — 90% 5 001 -დან – 20 000 —ლარის ჩათვლით 85% 20 001-დან - 30 000 ლარის ჩათვლით 80% 30 001 ლარიდან — 70%.

თითოეული საწარმოს მაქსიმალური დაფინანსება - 50 000 ლარია.

აუცილებელი მოთხოვნებია:

• ბოლო ორი წლის მანძილზე მეწარმის წლიური შემოსავალი არ უნდა შეადგენდეს 500 000 ლარზე მეტს;• მეწარმე არ უნდა ფიქსირდებოდეს მოვალეთა რეესტრში;არ ფინანსდება მომსახურება და სწრაფი კვება.

სავალდებულო დოკუმენტაცია:

 პირადობის მოწმობა 2026 წლის რეესტრის ამონაწერი  თბილისში საქმიანობის დადასტურება ცნობა საგადასახადო დავალიანების და შემოსავლების შესახებ * დასაფინანსებელი ობიექტის სამი სხვადასხვა მწარმოებლის ინვოისი;

განაცხადებს კომისია 3 თვის ვადაში განიხილავს.

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა - ხშირად დასმული კითხვები
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი