დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 8 ივლისი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ორი დღის წინ თბილისში მოსული უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგები შეაჯამა.
მისი განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც სანიაღვრე ქსელებში ხვდება, ხელს უშლის წყლის გადინებას.
„2017 წლიდან ასეა - როდესაც ვიწყებთ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველ რიგში, ვაწესრიგებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. არ დარჩენილა ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ძლიერი წვიმის შედეგად მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ჩავიდა.
„აღნიშნული ტელევიზია დაკავებულია სიცრუითა და ცილისწამებით. ისინი ამჯერადაც შეეცადნენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ასე უტიფრად ავრცელებდე დეზინფორმაციას. წყლის ჩამოსვლის არანაირი ფაქტი არ ყოფილა. როდესაც აღნიშნული პრობლემა მართლა არსებობდა, არ მოგვრიდებია და თანაგუნდელებთან ერთად ვისაუბრე ამაზე. მოადგილეებსა და აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს დავავალე პრობლემის აღმოფხვრა, დღეს კი ეს პრობლემა მოგვარებულია. თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ, ვიცით რა გამოწვევებია დედაქალაქში. წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ამ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ დაუჯეროთ კონკრეტულ ტელევიზიებს და მოიძიეთ სწორი ინფორმაცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ძლიერი წვიმის შედეგად, მარიჯანის ქუჩის N4-ში, სამშენებლო მოედანზე ფერდის ჩამოშლის ფაქტის შესახებაც გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე მდებარეობდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ნაგებობა, რომლის დამადასტურებლადაც მერმა შესაბამისი ფოტოები წარადგინა.
„უხვი ნალექის შედეგად, 6 ივლისს, მარიჯანის ქუჩის N4-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, რამაც ბევრი სპეკულაცია, მითქმა-მოთქვა და არასწორი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვია. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ამ კონკრეტულ მისამართზე და რა პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი. წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა საკუთარი საცხოვრებელი ფართის მიღებას. ათასობით ოჯახი გააუბედურა აღნიშნულმა კომპანიამ. დედაქალაქის მერიის კეთილი ნება იყო, რომელსაც ამის არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ნაბიჯი და დავხმარებოდით ათასობით გაუბედურებულ ოჯახს.
მინდა, განვმარტო, რომ არც ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დაზარალებულ ოჯახებს, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, მარიჯანის N4-ში არსებულ ნაგებობას, რომლის დემონტაჟი განხორციელდა და ქვაბული სწორედ დემონტაჟის შედეგადაა წარმოქმნილი, ის კომპანია „დექსთ დორის“ სამშენებლო ობიქტია. აღნიშნული კომპანია დაზარალებულების გადაწყვეტილების და თხოვნის შედეგად იქნა წარმოდგენილი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი კონკრეტული ლოკაცია, სადაც აქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები დააკმაყოფილოს - ერთი არის მარიჯანის ქუჩის N4-ში, სადაც ბინას 433 ოჯახი ელოდება, მეორე კი ვაშლიჯვარში, სადაც ფართებით 114 ოჯახი დაკმაყოფილდება.
ასევე, მერის ინფორმაციით, მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა 2024 წელს იქნა გაცემული, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მერიისგან მოთხოვნილი იყო ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, კომპანიას სამშენებლო ნაბართვის კორექტირება დაევალა.
კახა კალაძის განცხადებით, ამის საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მისამართზე გადის ძველი კოლექტორი, რომელიც დღეს აღარ ფუნქციონირებს.
„რაც შეეხება მიწის ჩამოშლის ფაქტს, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო, ობიექტი დაჯარიმდება 30 000 ლარით, სამშენებლო პროცესი შეჩერდება და კომპანიის წარმომადგენლებს დაევალება გამაგრების სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება მომიჯნავე ნაკვეთებისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობების უსაფრთხოება. ასევე, მინდა, გითხრათ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, საბედნიეროდ, აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის შესაძლებლობა.
„დიახ, არ ეძლევათ ფართების გაყიდვის შესაძლებლობა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს მოხდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რათა პირველ რიგში, დაგიცვათ თქვენ, დაზარალებული მოსახლეობა, რათა არ აღმოჩნდეთ ისევ მოტყუებულები. აღნიშნულმა კომპანიამ - „ნექსთ დორმა“, პირველ რიგში, თქვენ უნდა დაგაკმაყოფილოთ და ამის შემდეგ მიეცემათ მათ შესაძლებლობა აშენებული ფართების გაყიდვის. რა არის ამაში ცუდი? ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, რომ არ დარჩეთ ისევ მოტყუებულები. ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ თქვენ იყოთ კმაყოფილი. ეს არის პასუხისმგებლიანი და სწორი დამოკიდებულება მუნიციპალიტეტის მხრიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ „თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს.
„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.
„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილისა და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება, რომელიც მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ვიწყებთ წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაციას, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დაბა წყნეთში რუსთაველის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და დაბა კოჯორში იუნკერთა ქუჩის ცენტრის რეაბილიტაციას ითვალისწინებს ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვაქვს. სატენდერო პროცედურა 13 ივლისს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წყნეთისა და კოჯრის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები: საჰაერო სადენები განთავსდება მიწის ქვეშ მოწყობილ საკაბელო არხებში, განახლდება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები; ჩატარდება საგზაო სამუშაოები, დაიგება ასფალტის საფარი, კეთილმოეწყობა ტროტუარები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოუწოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, იაქტიურონ, რადგან ამ ორი პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, კახა კალაძემ ყურადღება სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესახებაც გაამახვილა. აღინიშნა, რომ 11 ივლისიდან მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან.
„სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტების ცვლილება გრძელდება. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მიმართულებებზე რა სახის პრობლემაა გადასაჭრელი და რა ტიპის ცვლილებები უნდა განხორციელდეს. 11 ივლისიდან N309 მარშრუტზე მოძრავ ავტობუსებს, რომლებიც მგზავრებს ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით ემსახურებიან, 18-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებენ. ცვლილებები აღნიშნულ მარშრუტებზე ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებელობას მოგვცემს და გაჩერებებზე ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა N321, N339 და N385 მარშრუტებზეც.
გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ 9 ივლისიდან, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის საფეხბურთო მატჩების საჯარო ჩვენება მოეწყობა.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება.
„სასიამოვნო სიახლე გვაქვს ფეხბურთის მოყვარულებისთვის. ჩვენ რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ უკვე ვთქვით, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანზე დავამონტაჟებდით დიდ ეკრანს, სადაც გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ნახვა შეეძლებოდათ. თბილისიის მერიის ორგანიზებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მატჩების საჯარო ჩვენება 9-დან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ასევე დაგეგმილია ფანზონის მოწყობა. 9 ივლისს, საღამოს 9 საათიდან ტერიტორიაზე მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც დანარჩენ დღეებში სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 10 დღის განმავლობაში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქართული ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით ღია საუბრებიც გაიმართება.
„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 19:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული მრავალფეროვანი სასმელისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, პატარა გულშემატკივრებისთვის კი ცალკე გამოყოფილ ზონაში ყოველდღიურად საბავშვო-თემატური აქტივობები და გათამაშებები გაიმართება, სადაც პატარები ასევე შეძლებენ სამახსოვრო ფოტოების გადაღებას და სახეზე მოხატვას. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, 10 დღის განმავლობაში, ქართული ფეხბურთის ლეგენდები ესტუმრებიან პირველი რესპუბლიკის მოედანს, სადაც გაიმართება ღია საუბრები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის და ფეხბურთის შესახებ. ყველას გეპატიჟებით. წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გველოდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new