დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 24 ივნისი 2026, 00:00
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება.
მისი ინფორმაციით, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.
„აღსაზრდელთა რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და დაიწყება ივლისში. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე. რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; თბილისში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები. ასევე, თბილისში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედ-მამიშვილები; ბაღების თანამშრომელთა შვილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, მისი ინფორმაციით, 13 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.
„მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპი დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე და ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციას შეძლებს 2-დან 6 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად. რეგისტრაციის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ბაღების სააგენტოს, ასევე თბილისის მერიის ცხელი ხაზის მეშვეობით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს.
„მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე წევრებისთვის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და ხელოვნების სკოლებში სწავლებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამებით, წელიწადში საშუალოდ 10 ათასი მოსწავლე ფინანსდება. მოსწავლე-ახალგაზრდებს შეუძლიათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების, მხატვრული კითხვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახეობების და საგნობრივი წრეების არჩევა. მერია ასევე აფინანსებს ფეხბურთის, ტანვარჯიშის, ცურვის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების სწავლებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდებს, სამივე პროგრამის ფარგლებში, თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია.
თბილისის მერის ინფორმაციით, მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების, ასევე, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.
კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება.
მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარაულის II შესახვევის N4-დან ზურაბ იარაჯულისა და ქინძმარაულის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდება გარე განათება, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი და მოეწყობა ბორდიური. ზოგადად, გვაქვს კონკრეტული ქუჩები, გამზირები, სადაც ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. 2017 წლიდან ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაობს, რა დროსაც პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაახლებთ, სანიაღვრე სისტემებით, წყალარინების ქსელით და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ქინძმარაულის მეორე შესახვევში სამუშაოები 7 500 კვ.მ ფართობზე ჩატარდება.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.
მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ აღნიშნული დასახლების მცხოვრებლებს სრულად მოუწესრიგდეთ ის პრობლემები, რომელთა წინაშეც წლების განმავლობაში იდგნენ.
„მუხიანის აგარაკებზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. არ არსებობდა არავითარი მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა. იყო გრუნტის გზა და წვიმიან ამინდში გადაადგილებაც კი შეუძლებელი იყო. არ არსებობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ვინაიდან საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ავტობუსი და მიკროავტობუსი გადაადგილებას ვერ შეძლებდა. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მოხდებოდა აღნიშნული დასახლების დაქსელვა და უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. გაკეთდა ცენტრალური წყალარინების ქსელი და ეტაპობრივად ხორციელდება კონკრეტული ქუჩების და ჩიხების დაქსელვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, შესაბამისი სამუშაოები ამჯერად კალოუბნისა და მუხის ქუჩებზე დაიწყო. როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების შედეგად ტერიტორიაზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, რისთვისაც, დაახლოებით, ორი მლნ ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერის ინფორმაციით, წყალარინების ქსელის მოწყობა დაგეგმილია ერთობისა და განთიადის ქუჩებზეც, რაზეც სამუშაოების შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
მისივე თქმით, გლდანის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ათამდე ქუჩაზე ახორციელებს.
გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე.
კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის კუთხით დედაქალაქს აქვს გამოწვევები და შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კონკრეტულ ქუჩებზე ძირეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
„პირველ ეტაპზე ჯავახიშვილის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი მოაწესრიგა, ამჟამად კი გამგეობა საგზაო სამუშაოებს ახორციელებს, რაც სანიაღვრე ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება ნაძვების ქუჩას, აქ მოწესრიგდება 10 000 კვ.მ ფართობის ტერიტორია, სადაც ამჟამად, ფაქტობრივად, გზა არ არსებობს, არის გრუნტის გზა. ამ შემთხვევაშიც მიწისქვეშა კომუნიკაციები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა, ამის შემდეგ კი გამგეობამ საგზაო პროექტი დაიწყო - მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და დაიგება ასფალტის საფარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა ისაუბრა ჭავჭავაძის გამზირის N51-ის მიმდებარედ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საყრდენი კედლის მშენებლობაზე.
მისი თქმით, კედლის სირგძე 74 მეტრი, ხოლო სიმაღლე 10 მეტრი იქნება და ტერიტორიაზე სულ 1 344 მეტრი სიგრძის 112 ხიმინჯი მოეწყობა.
„მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. არის გამოწვევები და პრობლემები. ამიტომ გვინდა, რომ იმ ქუჩებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებით შევდივართ, ძირეული ცვლილებები განვახორციელოთ, შევქმნათ ახალი დიზაინის ქუჩები, მოვაწესრიგოთ კომუნიკაციები და განვაახლოთ საგზაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new