გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერია · 17 მარტი 2026, 00:00
პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერიის პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ გაზაფხულის სემესტრზე ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც პირველი აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

წელს პროგრამა 2 000-მდე თბილისელს სრულიად უფასოდ სთავაზობს 80-ზე მეტ მოთხოვნად კურსს.

მიმდინარე წლიდან პროგრამაში შევიდა არსებითი შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას:

თანამედროვე გლობალური ტენდენციებისა და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით, მიმდინარე მიღებაზე გამოიკვეთა ორი პრიორიტეტული სფერო „ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია“ და „ენერგოეფექტურობა“ ამ მიმართულებით კი დაემატა ისეთი ახალი კურსები, როგორებიცაა: დრონის მართვის შემსწავლელი კურსი; ელექტროდამტენების სპეციალისტი; AI ლიდერებისა და მენეჯერებისთვის; ვებსაიტების აწყობა ხელოვნური ინტელექტით; ჰიბრიდული ენერგოსისტემების სპეციალისტი; მონაცემთა ანალიტიკა ბიზნეს ანალიზი IT პროექტებში; სახლის ჭკვიანი სისტემების ტექნიკოსი და სხვა.

მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ვებგვერდზე: dasakmdi.ge. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ქალაქ თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან. სწავლა სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ.

„ისწავლე და დასაქმდი“ დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც არსებობის განმავლობაში 15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული გადაამზადა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროგრამის ეფექტიანობა – კურსდამთავრებულთა 75% დასაქმებულია, რაც ადასტურებს სწავლის ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ზუსტ თანხვედრას.

„ისწავლე და დასაქმდი“ არის რეალური შანსი თბილისელებისთვის, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ახალ პროფესიას მოკლე დროში და გარანტირებულად იპოვონ ადგილი თანამედროვე შრომის ბაზარზე.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი