თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 11 მარტი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ლილოს მუნიციპალურ თავშესაფარში ამ დროისთვის 116 პირი ცხოვრობს.
მისი თქმით, მოქალაქეს თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა.
„დედაქალქის მუნიციპალური თავშესაფარი ლილოში ფუნქციონირებს, რომელსაც ერთდრულად 240 ბენეფიციარის მიღების შესაძლებლობა აქვს. მიუსაფარი პირები კვებით, პირადი მოხმარების ნივთებითა და ჰიგიენური საშუალებებით არიან უზრუნველყოფილი, 24-საათიან რეჟიმში იღებენ პირველად ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებს. თავშესაფრის მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი მოვლისა და მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია უზრუნველყოფს. თავშესაფრის მობინადრეებს ემსახურებიან სოციალური მუშაკები, საჭიროების მიხედვით კი უზრუნველყოფილი არიან ფსიქოლოგის მომსახურებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მიუსაფარ პირთა ღირსეული ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობის დახმარებით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება, რომელთა შორის ერთ-ერთი არტ თერაპიაა.
„მიუსაფარი პირები ეუფლებიან ხატვას, ქარგვას, კერვას, ქსოვას და პოლიმერულ თიხაზე მუშაობას. ასევე, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და შემდგომში თვითდასაქმებისთვის ტრენინგები ტარდება. სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ინდივიდუალური მუშაობის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობენ მობინადრეთა ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, მხარდაჭერასა და მათ გუნდური ნამუშევრების შექმნაში ეხმარებიან“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, დღეისთვის თავშესაფარში 116 მიუსაფარი პირი ცხოვრობს, რომელთაგან 45 ქალია. თავშესაფრის მობინადრეთაგან ყველაზე ახალგაზრდა - 18 წლის მამაკაცია, ხოლო ყველაზე ხანდაზმული - 92 წლის ქალი.
„მუნიციპალურ თავშესაფარს, მისი ფუნქციონირებიდან დღემდე, სრული დატვირთვით არასდროს უმუშავია და მობინადრეთა მაქსიმალური რაოდენობა ზამთრის პერიოდის ჩათვლით, 170 პირი იყო. მოქალაქეს თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში თვითდინებით ან საპატრულო პოლიციის დახმარებით შეუძლია მისვლა. თავშესაფარში მოსახვედრად დედაქალაქში რეგისტრაციაა საჭირო, თუმცა ზამთრის პერიოდში, მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, მათ ამის გამო, ღამის გათევაზე უარს არ ეუბნებიან“, - აღნიშნა მერმა.
მისივე თქმით, თავშესაფრის გამართული მუშაობისთვის ბიუჯეტში 4 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ქალაქში მიმდინარე რექკრეაციულ პროექტებზე. კერძოდ, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე.
თბილისის მერის განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.
„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ.
„ქალაქში კიდევ ერთ სკვერს მოაწყობს გლდანის რაიონის გამგეობა. სამუშაოები ზაჰესში, თავისუფლების ქუჩის N12-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტისთვის, დაახლოებით, 600 000 ლარი დაიხარჯება.
„ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასეთი სივრცეების არსებობა მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის. დიდი საპარკო არეალები საქალაქთაშორისო მნიშვნელობის პარკები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ამ კუთხით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია შევიდეთ უბნების დონეზე და საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცეები მაქსიმალურად გავამწვანოთ. ამასთან, განვახორციელოთ უკანონო შემოღობვებისა და უსახური, ყველანაირი პრობლემის მქონე ფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თავად მოსახლეობის გადაწყვეტილებითა და ჩართულობით, შევიმუშავოთ პროექტი, რომელიც, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება მისაღები. სასიამოვნოა ის, რომ პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და მოსახლეობას აქტიურობისა და ჩართულობისკენ მოუწოდა.
აქვე მან ხაზი გაუსვა, რომ უსახური ფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟისთვის საჭირო ყველა ხარჯს მუნიციპალიტეტი გაიღებს.
თბილისის მერის განცხადებით, ნაძალადევის გამგეობა რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, საყრდენ კედელს აწყობს. ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარია გათვალისწინებული.
„ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამჯერად, საყრდენი კედელი ლოტკინის დასახლებაში, ლოტკინის ხევის ქუჩის N40-თან ეწყობა. არმირების სამუშაოები უკვე შესრულდა, ახლა კი ბეტონის ჩასხმის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 20 მეტრი სიგრძისა და ხუთი მეტრი სიმაღლის კედელი მოეწყობა და დამონტაჟდება ლითონის უსაფრთხოების მოაჯირი. ასევე, მოეწყობა საერთო სარგებლობის კიბე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები უსაფრთხოდ იყვნენ და არანაირი პრობლემა არ იყოს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის გამგეობის ბიუჯეტში 300 000 ლარია გათვალისწინებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new