თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 6 აპრილი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.
მისი თქმით, სამუშაოებში ჩართულები არიან შპს „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვის ჯგუფისა“ და „ჰერმესის“, ასევე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები.
„ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ. კერძოდ, მიმდინარეობს სასაფლაოების მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ამ პერიოდში სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. პროცესში ჩართულნი არიან „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად მუშაობენ. დღესასწაულის დღეებში, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში განთავსდება ნარჩენებისთვის სპეციალური კონტეინერებიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სასაფლაოებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგების სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ რამდენიმე დღის განმავლობაში ახორციელებდა.
„ტერიტორიები გაიწმინდა წაქცეული ხეებისა და მომტვრეული ტოტებისგან. ამ ეტაპზე, ხორციელდება მათი სპეციალური ტექნიკით დამუშავება და გატანა. ასევე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები, რომლებიც საჭიროების მიხედვით, სასაფლაოებთან მისასვლელ და შიდა გზებს აწესრიგებენ. გარდა ამისა, დღესასწაულის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან და ჭირისუფალთა სასაფლაოებზე მისვლის ინტენსივობიდან გამომდინარე, მობილიზებულია შპს „ჰერმესის“ გუნდი, რათა სასაფლაოების ტერიტორია იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. ვთხოვთ ყველა მოქალაქეს/ჭირისუფალს, გამოვიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ერთად შევინარჩუნოთ ტერიტორიებზე სისუფთავე. არ დავტოვოთ ნარჩენები ტერიტორიის სხვადასხვა მონაკვეთზე და გამოვიყენოთ სპეციალურად განთავსებული ურნები. სასაფლაოებზე სისუფთავის დაცვა ჩვენი საერთო ვალდებულებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომლითაც მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
„ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.
მისივე ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტისგან სულ 40 ათასამდე სასაჩუქრე კალათა გაიცემა.
„ჩვენ ყურადღების მიღმა არ ვტოვებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც ჩვენი ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებით სჭირდებათ. თბილისის რაიონული გამგეობები წინასააღდგომოდ, ტრადიციულად, სასაჩუქრე კალათებს გადასცემენ უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს. სასაჩუქრე კალათის შემადგენლობა მოიცავს 15 დასახელების პროდუქტს, კალათების რაოდენობა კი დამოკიდებულია ოჯახების სულადობზე. სააღდგომო ნობათების დარიგება დაწყებულია და მათ კვირის ბოლომდე ყველა ბენეფიციარი მიიღებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდით დაუდგება იმ ოჯახებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.
„ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომას და მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მხოლოდ სასაჩუქრე ნობათებს. მუნიციპალიტეტში გვაქვს არაერთი პროგრამა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ვიდრე არსებობს საჭიროება, რომ გვერდით დავუდგეთ ამ ოჯახებს, ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ყურადღება ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა.
მისი თქმით, კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
„ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ, განთავსდება გულშემატკივართა პატარა ტრიბუნა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება. ტერიტორიაზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უკვე მოაწესრიგა.
„აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ამორტიზებული, უმძიმესი მდგომარეობა გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა სრულად განახლებულია, ახლა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საუბარია, დაახლოებით, ერთი კილომეტრი სიგრძის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი სრულად განახლდება. პარალელურად განხორციელდება სანიაღვრე ქსელის პროექტიც“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, დასასვენებელი სივრცე განახლდება წყნეთშიც, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე. ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის კომბინირებული სივრცე მოეწყობა.
„გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სასმელი წყლის შადრევანი, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე, დაიდგმება საპარკე საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები. განახლებული სივრცე იქნება ძალიან ლამაზი. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სივრცით უამრავი ადამიანი ისარგებლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new