თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 1 აპრილი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობას ეხებოდა, დასრულდა.
მისი თქმით, სატენდერო დოკუმენტაცია ოთხმა უცხოურმა კომპანიამ წარმადგინა, დოკუმენტაციის ანალიზის შემდეგ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
„დაგეგმილი გვაქვს დიდი დიღმის დასახლების მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება, რაც ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის და კომფორტული გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების პირობებში, ტრამვაის ხაზების დემონტაჟი მოხდა. გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც გუშინ დასრულდა. მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი სატენდერო წინადადებები წარმოადგინა ოთხმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთში არის რეგისტრირებული. ოთხივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიებს, რომელთაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვთ განხორციელებული. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ტენდერი გამოცხადებული იყო აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესების შესაბამისად.
„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძე შეადგენს 7.5 კმ-ს, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება. აღნიშნული პროექტი ასევე მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტრამვაის ხაზის ერთიან სატრანსპორტო ქსელში ინტეგრირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდი დიღმის მოსახლეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ხელმისაწვდომობას და შეამცირებს ტრანსპორტირების დროს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამი ეტაპისგან შედგება - კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომელთა ჯამური ვადა შეადგენს 36 თვეს.
დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინმოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებს და ყველანაირად ეხმარება ოჯახებსა და ცალკეულ ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა სახის საჭიროება გააჩნია.
„პროგრამა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას, პერსონალურ მოვლას, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარებას, ასევე, მათი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. დახმარება, ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, მრავალდარგობრივი გუნდის მიერ მოქალაქის ბინაში ხორციელდება. შინმოვლით შეუძლიათ, ისარგებლონ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულმა პირებმა, რომელთაც ფიზიკური უძლურების შეფასების სპეციალური კითხვარის შევსების შედეგად, ე.წ. ბართელის ინდექსის მიხედვით, არაუმეტეს 95 ქულა აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროგრამაში ჩასართავად, მოქალაქემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 272 22 22 უნდა დარეკოს.
„ვიცი, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება ყველანაირი ხელშეწყობა და მხარდაჭერა. გვაქვს ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამა როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამების განხორციელებას, დაფინანსებას, მხარდაჭერას იმ ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს თანადგომას. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, რათა ასეთი ოჯახები ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები გვყავდეს, თუმცა სანამ არსებობს ამის საჭიროება, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება თანადგომა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის დაზიანებულ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყო.
მისი განმარტებით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა, რის შედეგადაც სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ბზარები განვითარდა.
„პრობლემის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოვახდინეთ რეაგირება - უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა და გატარდა ყველა აუცილებელი პირველადი ღონისძიება. პარალელურად, დარგის სპეციალისტების მიერ ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაზიანების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა. კვლევამ აჩვენა, რომ პროცესის ძირითადი მიზეზია გრუნტში მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების ინტენსიური ჩადინება, რასაც ემატება მდინარე მტკვრის ჰიდროდინამიკური ზემოქმედება ნაპირდაცვით კონსტრუქციებზე, ასევე, მიწისქვეშა წყლების დონის სეზონური მერყეობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რომელიც მოიცავს ნაპირსამაგრი ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და უსაფრთხო გადაადგილებისთვის გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულ აღდგენას.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, სამუშაოების დასრულებისთვის, დაახლოებით, ოთხი თვე იქნება საჭირო, დროის ამ მონაკვეთში კი ავტომობილებით გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდული იქნება.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3,5 მილიონ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამუშაოები თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე დაიწყო.
„პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ზონა. დამონტაჟდება გარე განათება, სარწყავი სისტემა, ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და გამწვანდება. ამავე ტერიტორიაზე განხორციელდა წყლის რეზერვუარის დემონტაჟიც, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მეორე სკვერი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, N7 კორპუსის მიმდებარედ, 2 500 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.
„ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაშიც განთავსდება მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი და სპორტული სივრცეები. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new