თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერია
· 15 აპრილი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „თბილისის განვითარების ფონდი“ სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას იწყებს.
მისი ინფორმაციით, სამუშაოები 17 აპრილიდან დაიწყება, ხოლო პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება.
„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე ქაოსურად განთავსებული და ამორტიზებული საინჟინრო კომუნიკაციები მოწესრიგდება, რაც გულისხმობს აღნიშნულ არეალში მიწისქვეშა სისტემებისა და მიწისზედა კომუნიკაციების სრულ რეაბილიტაციას.
„რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს, აღნიშნულ ქუჩებზე მდებარე 21 შენობა-ნაგებობის სრული რეაბილიტაცია-რესტავრაცია განხორციელდება, რისთვისაც, დაახლოებით, 120 მლნ ლარამდე დაიხარჯება. რეაბილიტაციის აღნიშნული ეტაპი მწვავედ ავარიული შენობების აღდგენას, საძირკვლისა და კედლების გამაგრებას, გადახურვის შეცვლას, ხის კონსტრუქციების და ნაკეთობების რესტავრაცია-შენარჩუნებას, შიდა ეზოების კეთილმოწყობას, ისტორიული სადარბაზოების რესტავრაციას, დეკორატიული ნაჭედი ლითონის ჭიშკრების დამზადებასა და ავთენტური არქიტექტურული ელემენტების აღდგენას გულისხმობს.
მათგან რვა შენობა სულხან-საბას ქუჩაზე, ხოლო დანარჩენი 13 ნაგებობა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. სამშენებლო მოცულობა 45 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რის შედეგადაც საცხოვრებელი პირობები 450-მდე ოჯახს გაუუმჯობესდება”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 აპრილიდან მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
„პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ისტორიული კოშკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რაც განსაკუთრებულ ყურადღებასა და სპეციალურ მიდგომას საჭიროებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ქალაქში არაერთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ავარიულ მდგომრეობაშია, თუმცა ჩვენი პროგრამებით მივყვებით და ეტაპობივრად სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვახორციელებთ. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 აპრილიდან გიორგი ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში მივაწვდით”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება.
თბილისის მერის თქმით, ცვლილების შედეგად, თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება.
„გასულ წელს დავიწყეთ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა, რომელმაც მაღალი ინტერესი და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, რამაც აჩვენა, რომ საკმაოდ დადებითია პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ, ასევე, გავაფართოვოთ დაფინანსება. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50 000 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, შარშან, პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა.
„მეწარმეებმა შეიძინეს საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა. ბენეფიციართა შერჩევა-შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთაც აქტიური საწარმო გააჩნიათ და წარმოადგენენ რეალურ კონსტრუქციულ გეგმასა და ხედვას მათი ბიზნესის განვითარებისთვის. თანადაფინანსების პროპორციულობა შემდეგნაირად გადანაწილდა: 5 000 ლარამდე მოთხოვნილი თანხის 90% დაფინანსდება; 5 000-დან 20 000 ლარის ჩათვლით 85%; 20 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით ჩვენი მხრიდან დაფინანსება 80%-მდე იქნება, ხოლო 30 000-დან 50 000 ლარის ჩათვლით მუნიციპალიტეტის მხრიდან 70%-იანი დაფინანსება განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
„პროგრამის ფარგლებში მიღებული მხარდაჭერა ხელს უწყობს მოქმედი ბიზნესების კიდევ უფრო ზრდას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ერთობლივი ძალისხმევით ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. პროგრამაში მონაწილეებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას თარიღებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ყურადღება რეკრეაციული პროექტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნაძალადევში, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ზღვისუბნის დასახლების მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N22 კორპუსის მიმდებარედ დაიწყო.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ამორტიზებული ინფრასტრუქტურის სადემონტაჟო სამუშაოები.
„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა ე.წ. სტრიტ ბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობის გზით, მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
„აღსანიშნავია, რომ ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრებაში, თუმცა ჩვენ, მესაკუთრესთან მოლაპარაკებითა და ადგილმონაცვლეობის გზით, მიწის ნაკვეთი მოსახლეობას დავუბრუნეთ. ზღვისუბნის დასახლების ამ კვარტალში მსგავსი ფართობის სხვა რეკრეაციული სივრცე არ არსებობს. შესაბამისად, ტერიტორიის მოწესრიგება ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია
open_in_new